გოგა ბითაძე, სტეფ კარი, ნიკოლა იოკიჩი, ლუკა დონჩიჩი, სანდრო მამუკელაშვილი, ჯეისონ ტეიტუმი, ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი, იანის ანტეტოკოუნმპო, კაირი ირვინგი, დონოვან მიტჩელი, ზაიონ უილიამსონი
Aa
Aa

ოლ სტარის მატჩის სასტარტოები და კაპიტნები ცნობილია - ხმები ქართველებმაც მიიღეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის ემზადება, რომელიც აშშ-ს დროით, 13 თებერვალს, სოლთ ლეიქ სითიში გაიმართება. რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა იმ კალათბურთელების ვინაობა, რომლებიც დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდების ძირითად შემადგენლობებში იასპარეზებენ.

დასავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეული

სტეფ კარი, ლუკა დონჩიჩი, ნიკოლა იოკიჩი, ლებრონ ჯეიმსი, ზაიონ უილიამსონი

აღმოსავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეული

კაირი ირვინგი, დონოვან მიტჩელი, იანის ანტეტოკოუნმპო, კევინ დურანტი, ჯეისონ ტეიტუმი.

„ოლ სტარის“ ყველა მონაწილის ვინაობა 2 თებერვალს გაირკვევა და წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, წლეულს სატელევიზიო დრაფტი არ გვექნება. NBA-იმ ცვლილებები შეიტანა და გუნდების კაპიტნები, ლებრონ ჯეიმსი და იანის ანტეტოკოუნმპო თავიანთ გუნდებს მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, პირდაპირ ეთერში, პარკეტზე დააკომპლექტებენ.

საინტერესოა, რომ წლევანდელ გამოკითხვაში ხმა ქართველმა კალათბურთელებმაც მიიღეს. „ინდიანა პეისერსის“ ცენტრმა, გოგა ბითაძემ 1833 ხმა მიიღო და რეიტინგში 99-ე გახლდათ, „მილუოკი ბაქსის“ კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა კი - 1335 და 112-ე იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი გოლის ბევრჯერ ნახვა ნამდვილად ღირს“ - Napolipiu-მ კვერნაძეზე დაწერა
„მისი გოლის ბევრჯერ ნახვა ნამდვილად ღირს“ - Napolipiu-მ კვერნაძეზე დაწერა