ენტონი გორდონი, მალო გუსტო
Aa
Aa

ნიუკასლმა გორდონი იყიდა - ჩელსი ლიონს შეუთანხმდა

პრემიერ ლიგის გუნდები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობენ. ბრიტანული პრესისა და რამდენიმე ცნობილი ჟურნალისტის ინფორმაციით, „ნიუკასლმა“ „ევერტონთან“ შეთანხმებას მიაღწია და ენტონი გორდონი გადაიბირა.

21 წლის შემტევი „კაჭკაჭების“ საწვრთნელ ბაზას ხვალ ესტუმრება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, „ნიუკასლი“ ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს. Daily Mail-ის ცნობით, ედი ჰაუს გუნდს გორდონი 40 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდება, რასაც 5 მილიონის ოდენობის ბონუსები დაემატება.

„ნიუკასლის“ მსგავსად, გარიგება პრაქტიკულად დახურული აქვს „ჩელსის“. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ლურჯებმა“ „ლიონი“ დაიყოლიეს და მალო გუსტოს ტრანსფერს მალე დაასრულებენ. „ჩელსის“ სურდა, იგი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაეყვანა, მაგრამ გუსტო „ლიონში“ სეზონის ბოლომდე დარჩება და „სტემფორდ ბრიჯს“ შემდეგ მიაშურებს.

პრემიერ ლიგის კლუბებზე საუბარს „ტოტენჰემით“ დავასრულებთ. „დეზების“ თავკაცს, ანტონიო კონტეს დაცვის ხაზის გაძლიერება სურს და მილან შკრინიარითაა დაინტერესებული. ეს უკანასკნელი მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და „ნერაძური“ მზადაა, მას მცირე თანხის სანაცვლოდ შეელიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი გოლის ბევრჯერ ნახვა ნამდვილად ღირს“ - Napolipiu-მ კვერნაძეზე დაწერა
„მისი გოლის ბევრჯერ ნახვა ნამდვილად ღირს“ - Napolipiu-მ კვერნაძეზე დაწერა