შეთანხმება მიღწეულია - მარკოს ალონსომ ბარსასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
მარკოს ალონსო „ბარსელონაში“ რჩება. ესპანელმა ფეხბურთელმა კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და მას საკუთარი მომავალი 2024 წლის 30 ივნისამდე დაუკავშირა. ამის შესახებ ქომაგებს „ბლაუგრანამ“ აუწყა და განაცხადა, რომ ალონსოს გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა.
„ღონისძიება, რომელზეც კონტრაქტს ხელი მოეწერა, სპოტიფაი კამპ ნოუზე გაიმართა და მას კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, ვიცე-პრეზიდენტი, რაფა უესტე, ეკონომიკური დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ედუარდ რომეუ, საფეხბურთო დირექტორი, მატეუ ალემანი და სპორტული დირექტორი, ხორდი კრუიფი დაესწრნენ. კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდეა გაფორმებული და ალონსოს გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა“, - წერს „ბარსა“.
LATEST NEWS | Marcos Alonso renews contract until 2024
— FC Barcelona (@FCBarcelona) January 27, 2023
ცნობისთვის, ალონსო „ბარსელონაში“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გადავიდა და სადებიუტო შეხვედრა „კადისის“ წინააღმდეგ ჩაატარა. „ბლაუგრანას“ მაისურით მას 19 მატჩი გაუმართავს და მის ანგარიშზე 2 გოლია.