პორტუგალიის გრან პრი: სარდალაშვილი 1/4-ფინალშია
პორტუგალიის გრან პრის დაიწყო. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს გიორგი თუთაშვილმა (-66) ეკვადორელ ლენინ პრესიადოს ვაზარით სძლია, თუმცა იპოლიტე აქუბარდიას უზბეკმა ტილოლოვმა შიდოებით სძლია. თუთაშვილი და აქუბარდია გრან პრის დაემშვიდობნენ.
გიორგი სარდალაშვილმა ნიდერლანდელ ემილ იარინგს იპონით მოუგო და 1/8-ფინალში გავიდა, სადაც პორტუგალიელი რიკარდო პირესი დაამარცხა.
პორტუგალიის გრან პრიზე საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა:
-60 კგ. - გიორგი სარდალაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი
-66 კგ - გიორგი თუთაშვილი, იპოლიტე აქუბარდია
-73 კგ. - გიორგი ჩიხელიძე, ლუკა კაპანაძე
-81 კგ. - ზაურ დვალაშვილი
-90 კგ. - ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი
-100 კგ. - ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი
+100 კგ. - საბა ინანეიშვილი, ლევან მატიაშვილი