დე პაული: გვსურს ოდესმე მსაჯი ჩვენს სასარგებლოდაც შეცდეს
ესპანეთის სამეფო თასზე „რეალი“ „ატლეტიკოს“ (3:1) მატჩს ესპანურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „როხიბლანკოს“ ფეხბურთელები მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები დარჩნენ. ასევე იმედგაცრუებული იყო დიეგო სიმეონეც.
საქმე ეხება მეორე ტაიმში მომხდარ ეპიზოდს, როცა „ატლეტიკო“ 1:0-ს იგებდა და დანი სებალოსს უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენეს. ამის შემდეგ, „რეალმა“ ანგარიში გაათანაბრა და კაცნაკლული უკვე სიმეონეს გუნდი დარჩა, როცა დამატებით პირველ ტაიმში არბიტრმა სავიჩი გააძევა.
როდრიგო დე პაული
„ჩვენ გაბრაზებულები ვართ. ეს უსამართლო შედეგია. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია. 10-11-ზე თანამედროვე ფეხბურთისთვის ძალიან ბევრია.
ჩვენ გვჯერა, რომ სებალოსის ეპიზოდში აშკარად დარღვევა იყო. მას მეორე ყვითელი ბარათი უნდა მიეღო. ყველამ დაინახა. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შეცდომის დაშვება, მაგრამ გვსურს, რომ მსაჯებმა ოდესმე ჩვენს სასარგებლოდაც დაუშვან შეცდომები.
ეს არ არის სამართლიანი. გუნდი სიტუაციის შეცვლას ცდილობდა. ჩემპიონთა ლიგაზე უნდა მოვხვდეთ, ეს არის კლუბის მთავარი მიზანი. წინ რთული თვეები გველის, მაგრამ გუნდი მზადაა“.
იან ობლაკი
„ვფიქრობ, რომ წითელია. კაცი რეალისთვისაც უნდა გაეძევებინათ. როცა 1:0-ს ვიგებდით, სებალოსს მეორე ყვითელი უნდა მიეღო, მაგრამ მსაჯებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. ამას უკვე მიჩვეული ვართ.
რთული იყო, მაგრამ ატლეტიკო ბოლომდე იბრძოდა. ჩვენ გოლის გასატანად ყველაფერი გავაკეთეთ“.
შეგახსენებთ, რომ სამეფო თასის ნახევარფინალში „რეალთან“ ერთად „ბარსელონა“. „ბილბაო“ და „ოსასუნა“ იმყოფებიან.