რუდი გარსია: რონალდუმ შანსი ხელიდან გაუშვა და ამან შედეგზე იმოქმედა
კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ საუდის არაბეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ ეტაპზე „ალ-იტიჰადთან“ 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
კრიშტიანუმ ტრანსფერის შემდეგ მეორე მატჩი გამართა და ჯერჯერობით გოლი არ გაუტანია. მატჩის შემდეგ, „ალ-ნასრის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ რონალდუ გააკრიტიკა და მის მიერ ვერგამოყენებული მომენტი ცალკე აღნიშნა.
კრიშტიანუმ 0:1-ზე ხელსაყრელი მომენტი ხელიდან გაუშვა, რის შემდეგაც მეტოქემ მეორე გაიტანა და შეხვედრის ბედი პრაქტიკულად გადაწყდა.
„კრიშტიანუმ პირველ ტაიმში მომენტი ხელიდან გაუშვა და ეს იყო ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელმაც მატჩის მსვლელობაზე გავლენა იქონია.
ვულოცავ ალ-იტიჰადს. პირველ ტაიმში ჩვენზე უკეთ ითამაშეს. კარგი მეორე ტაიმი ჩავატარეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგს ვერ მივაღწიეთ. ძალიან ვწუხვართ, რომ სუპერთასი წავაგეთ, მაგრამ ჩემპიონატში ჯერ კიდევ პირველ ადგილზე ვართ“,
- განაცხადა გარსიამ.
❌ Knocked out in the Saudi Super Cup semifinals
— B/R Football (@brfootball) January 26, 2023
❌ Zero goals in two games
Tough start at Al-Nassr for Cristiano Ronaldo ???? pic.twitter.com/6QDfVFt1B8