ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ანდრეა კარნევალე
Aa
Aa

ტექნიკა, ბოლო პასი, ფიზიკური მდგრადობა - კარნევალემ ხვიჩაზე ისაუბრა

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეა კარნევალემ, რომელიც 1990 წლის მუნდიალის ბრინჯაოს პრიზიორია, „უდინეზეში“ მუშაობის ის პერიოდი გაიხსენა, როცა კლუბს ხვიჩა კვარაცხელიას დამატება სურს. ასევე, მან ოსიმენზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ „ნაპოლი“ ნიგერიელს გაყიდის, მისი შეცვლა პორტუგალიელ ბეტოს შეუძლია.

„თუ „ნაპოლის“ ოსიმენი დატოვებს, რეკომენდაციას ბეტოს გავუწევ. დარწმუნებული ვარ, მას შეუძლია ისეთი ფორვარდი იყოს, რომელიც სეზონში 30 გოლს გაიტანს. ასეთ შემთხვევაში ჩემი არჩევანი ბეტოა.

კვარაცხელიას აქვს ტექნიკა, შეუძლია სიღრმეში თამაში, ბოლო პასის შესრულება, როგორც „იუვენტუსთან“ იყო. ასევე, ფიზიკური მდგრადობა აქვს, პირველიდან ბოლო წუთამდე თამაშობს.

ვეცადეთ თუ არა მის „უდინეზეში“ დამატებას? ჩვენ ნამდვილად ვფიქრობდით მის მოყვანაზე, მაგრამ ეს რამდენიმე წლის წინ იყო, მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო, თუმცა მისი დამატება ბევრ გუნდს სურდა, კლუბების რიგი იყო. ამიტომ, ჩვენთვის მისი გადაბირება შეუძლებელი ჩანდა“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით სერია A-ში მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ მილინკოვიჩ-სავიჩი უსწრებს, რომელმაც 8 საგოლე პასი შეასრულა.

სერია ა-ს მე-20 ტურში „ნაპოლი“ - „რომას“ შეხვედრა 29 იანვარს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერთან და რომასთან არ იქნება - ლოჩოშვილი კვლავ ტრავმირებულია
ინტერთან და რომასთან არ იქნება - ლოჩოშვილი კვლავ ტრავმირებულია