მაგარი გოლი - მიქელთაძის ბრწყინვალე გასროლა ავსტრალიაში
ავსტრალიის A ლიგაში „ნიუკასლ ჯეტსმა“ შინ „ბრისბან როარი“ 4:0 დაამარცხა. მესამე გოლი ქართველი ფორვარდის, ბექა მიქელთაძის ანგარიშზეა. 25 წლის ფორვარდმა 6-მატჩიანი უგოლო სერია ლამაზი გოლით შეწყვიტა, გოლი მემფის დეპაის სტილში აღნიშნა, კრიტიკოსებს გაჩუმებისკენ მოუწოდა.
ბექამ ტრადიციულად სასტარტოში ითამაშა, გოლი 76-ე წუთზე გაიტანა და 85-ე წუთზე შეცვალეს.
მიმდინარე სეზონში ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის ჩემპიონატის 12 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო. რაც შეეხება მის თანაგუნდელ ბექა დარცმელიას, „ბრისბან როართან“ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო.
ავსტრალიის 12-გუნდიან ჩემპიონატში „ნიუკასლ ჯეტსი“ 17 ქულით რამდენიმე გუნდთან ერთად მე-6 პოზიციას იყოფს. ასევე 17 ქულაა ბაჩანა არაბულის „მაკარტურის“ ანგარიშზე.