რომა, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ნიკოლა ზალევსკი
Aa
Aa

„სეზონის ერთ-ერთი ურთულესი დუელი“ - ზალევსკი ხვიჩას წინააღმდეგ

Ilromanista-ს ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ ნიკოლა ზალევსკის გაამწესებს. თურქი ზეკი ჩელიკი დისკვალიფიცირებულია და მას პოლონელი შეცვლის. ამასთან დაკავშირებით რომაული გამოცემა წერს:

„ჩელიკი დისკვალიფიკაცის გამო შეხვედრას გამოტოვებს, ზალევსკი მარჯვენა ფლანგზე ითამაშებს. ბიჭი ტივოლიდან სეზონის ერთ-ერთ ურთულეს დუელს ელოდება, მას თამაში ხვიჩა კვარაცხელიასთან მოუწევს. ქართველი, რომელმაც გრიპის გამო „კრემონეზესთან“ და „სალერნიტანასთან“ მატჩები გამოტოვა, სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა და თამაშისთვის მზადაა“.

ზალევსკი იტალიაში, კერძოდ ტივოლიშია დაბადებული, „რომას“ აღზრდილია, პოლონეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა. 2019 წელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში პოლონეთი 2:1 დაამარცხა. ამ მატჩში ზალევსკიმ 90 წუთი იასპარეზა, თუმცა მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია არ ყოფილა. ასე რომ, ხვიჩასა და ზალევსკის დაპირისპირება პირველად შედგება.

სერია ა-ს მე-20 ტურში „ნაპოლი“ - „რომას“ შეხვედრა 29 იანვარს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით სერია A-ში მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ მილინკოვიჩ-სავიჩი უსწრებს, რომელმაც 8 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვერნაძის ლამაზი გოლი - დინამო ბათუმის ფრე შტურმთან
კვერნაძის ლამაზი გოლი - დინამო ბათუმის ფრე შტურმთან