ანასტასია გუბანოვა
Aa
Aa

გუბანოვა: „ყინულზე გასვლამდე ძალიან ვნერვიულობდი, ვგრძნობ, რომ ფავორიტი ვარ“

ფინეთის ქალაქ ესპოში, ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, მოკლე პროგრამით მაყურებლების წინაშე ქალი მოციგურავეები წარდგნენ, რომელიც ქართველმა მოციგურავემ, ანასტასია გუბანოვამ მოიგო. გამოსვლის შემდეგ, ანასტასიამ საკუთარი სრიალი შეაფასა და განაცხადა, რომ ყინულზე გასვლამდე, ძალიან ნერვიულობდა.

„ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. დიახ, ბრუნისას პრობლემები იყო, მაგრამ საერთო ჯამში, ყველაფერს გავუმკლავდი. სიმართლე გითხრათ, ყინულზე გასვლამდე ძალიან ვნერვიულობდი და ფსიქოლოგიური გადმოსახედიდან, სამზადისი ძალიან რთული იყო. ვერ ვიტყვი, რომ ამ ტურნირისთვის 100 პროცენტით მზად ვიყავი, თუმცა ეს ჩემი მეორე ევროპის ჩემპიონატია და როგორღაც გამოვნახე ძალა, რათა დავმშვიდებულიყავი.

შეჯიბრებისთვის მწვრთნელთან ერთად ისე ვემზადებოდი, როგორც ამას ვაკეთებ ხოლმე და მთავარი ამოცანა სუფთად სრიალი იყო, გადასვლებსა და ნახტომებს კი რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება დავუთმეთ. ვგრძნობ თუ არა თავს ფავორიტად? ვგრძნობ, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის“.

შეგახსენებთ, რომ გუბანოვამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ეს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენი წარმომადგენლის შედეგი მოკლე პროგრამაში საუკეთესოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: „მაკგრეგორს მეორე რაუნდში დავაფინიშებ, ჰოლოუეის - პირველში“
თოფურია: „მაკგრეგორს მეორე რაუნდში დავაფინიშებ, ჰოლოუეის - პირველში“