მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„ტაილანდში არ ჩამომიყვანოთ“ - დვალიშვილმა იანსა და მალიხინს მიმართა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა მომდევნო მეტოქეზე, პიოტრ იანზე და მის თანამემამულეზე ანატოლი მალიხინზე ისაუბრა, რომელსაც მისი 50 000 აშშ დოლარი მართებს. მერაბი და მალიხინი სანაძლეოს იანისა და ალჯამეინ სტერლინგის ჩხუბზე ჩამოვიდნენ და „ალჯოს“ გამარჯვების წყალობით, „მანქანამ“ 50 000 მოიგო, რომელიც ჯერ არ მიუღია.

„იმედი მაქვს, პიოტრი ნამდვილი მამაკაცივით მოიქცევა და 11 მარტს, საჩხუბრად გამოვა. საუკეთესო მეგობრები, პიოტრ იანი და ანატოლი მალიხინი... ერთმა მათგანმა 50 000 დოლარი უნდა მომცეს, მეორე კი 11 მარტს ოქტაგონზე გამოვიდეს, თორემ ტაილანდში წავალ და ორივეს ვიპოვი. მალიხინს წაგებული თანხა ჯერ არ გადმოურიცხია. გასული წლის აპრილში, მან საბანკო რეკვიზიტები მთხოვა, რათა თანხა გადმოეგზავნა. ამერიკის ბანკისა და საქართველოს ბანკის ანგარიშების ნომრები გავუგზავნე, მაგრამ მთხოვა, მომეცადა, სანამ ONE FC-ის ეგიდით, არ იჩხუბებდა და მითხრა, რომ სანქციების გამო, ამ ორგანიზაციისგან თანხა ბრძოლის შემდეგ უნდა მიეღო.

დიდი ხანი ველოდე. როგორც იქნა, დეკემბერში იჩხუბა და კიდევ ერთი ქამარი მოიგო, თუმცა ჩემთვის თანხა ჯერ კიდევ არ გადაუხდია. მივწერე, ანგარიშების ნომრები ისევ გავუგზავნე და მითხრა, რომ თანხას საქართველოს ბანკში გადმორიცხავდა, მაგრამ ფული არ მიმიღია“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კობი ბრაიანტი და Mamba Mentality - ლეგენდა, რომელიც დავკარგეთ
კობი ბრაიანტი და Mamba Mentality - ლეგენდა, რომელიც დავკარგეთ