ოფიციალურად - გოლინი ნაპოლის ფეხბურთელია
მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ნაპოლი“ დიდად არ აქტიურობს. „პარტენოპეის“ დღევანდელ დღემდე მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ჰყავდა დამატებული. საუბარი ბარტოჟ ბერეჟინსკიზეა.
დღეს კი ნეაპოლური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გვამცნო, რომ მათ რიგებს პიერლუიჯი გოლინი შეემატა, რომელიც მერეტის შემდეგ მეორე მეკარედ განიხილება. შეგახსენებთ, რომ სალვატორე სირიგუმ კლუბი დატოვა და სწორედ ამიტომ გუნდში მეორე კარის დარაჯი გახდა საჭირო.
✍️ Welcome Pierluigi Gollini ????
— Official SSC Napoli (@en_sscnapoli) January 25, 2023
???? #ForzaNapoliSempre pic.twitter.com/A1ZQRlvgYi
იტალიური მედიის ინფორმაციით, 27 წლის კარის დარაჯი ნეაპოლში 6 თვით დარჩება, ხოლო სეზონის დასრულების შემდეგ, "ნაპოლის" მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში გოლინი „ფიორენტინას“ ღირსებას იცავდა და „ნაპოლის“ წინააღმდეგ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. სერია ა-ს ეგიდით გამართული მატჩი 0:0 დასრულდა. პიერლუიჯის გოლი ვერც ხვიჩამ გაუტანა და ვერც ოსიმენმა.
შეგახსენებთ, რომ „პარტენოპეი“ სერია ა-ს 50 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „მილანს“ 12 ქულით უსწრებს. შემდეგ ტურში სპალეტის შეგირდები „რომას“ უმასპინძლებენ.
ხვიჩას ყველა მომენტი „ფიორენტინასთან“