კილიან მბაპე, პრესნელ კიმპემბე
Aa
Aa

„ეს სრულიად არასწორია“ - კიმპემბე მბაპეს ვიცე-კაპიტნობაზე

კრისტოფ გალტიემ გუნდის ვიცე-კაპიტნად ცოტა ხნის წინ, კილიან მბაპე დანიშნა, რაც პარიზელთა ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა მოთამაშემ პრესნელ კიმპემბემ არ იცოდა და ის ამ გადაწყვეტილებით, ასევე კლუბის საქმისადმი მიდგომით იმედგაცრუებული და უკმაყოფილო დარჩა.

საფრანგეთის თასზე პარიზელებმა პაის დე კასელთან 7:0 მოიგეს და მატჩში მარკინიოსს მონაწილეობა არ მიუღია. კაპიტნის არ ყოფნაში სამკლავური მბაპეს ჰქონდა.

კიმპემბემ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:

„ბოლო რამდენიმე საათში ჩემს შესახებ ბევრი რამ მოვისმინე და წავიკითხე. ამიტომ, მინდა ყველაფერზე გარკვევით ვისაუბრო, რათა თავიდან ავიცილოთ ჩემს შესახებ ცრუ ინფორმაციის შემდგომი გავრცელება.

მე არ ვიყავი ინფორმირებული ამ გადაწყვეტილების შესახებ, ეს სრულიად არასწორია... მიუხედავად ამისა, მე ყოველთვის პატივს ვცემ კლუბის გადაწყვეტილებებს“,

- დაწერა კიმპემბემ სოციალურ ქსელში.

27 წლის კიმპემბე პარიზელთა ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 232 მატჩია.

გალტიეს პოზიცია მბაპეს კაპიტნობაზე

კრისტოფ გალტიე მიიჩნევს, რომ კილიან მბაპე პსჟ-ს კაპიტნებს შორის ყოფნას იმსახურებს.

„მე გადავწყვიტე, რომ კილიანი ვიცე-კაპიტანი ყოფილიყო. ის პსჟ-ში დარჩა და მარკინიოსის არყოფნისას ეს სამკლავური დაიმსახურა“,

- განაცხადა პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UEFA-მ ცვლილებები დაამტკიცა: ერთა ლიგას 1/4-ფინალები დაემატება
UEFA-მ ცვლილებები დაამტკიცა: ერთა ლიგას 1/4-ფინალები დაემატება