UEFA-მ ცვლილებები დაამტკიცა: ერთა ლიგას 1/4-ფინალები დაემატება
Aa
Aa

UEFA-მ ცვლილებები დაამტკიცა: ერთა ლიგას 1/4-ფინალები დაემატება

UEFA-მ რამდენიმე საინტერესო ცვლილება დაამტკიცა, რომლებიც ერთა ლიგასა და ევროპის/მსოფლიოს ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებს ეხებათ.

ევროპისა და მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპები

ამიერიდან ევროპაში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე გუნდების შერჩევის სისტემა შეიცვლება.

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა საკვალიფიკაციო ეტაპის სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა.

შესარჩევ ეტაპზე შეიქმნება 12 ჯგუფი, 4 ან 5 გუნდისგან შემდგარი. პირველ ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ პირდაპირ საგზურს მსოფლიო ჩემპიონატზე. ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული გუნდები ან ავტომატურად გადავლენ ფინალურ ეტაპზე, ან მონაწილეობას მიიღებენ პლეი-ოფში (ერთა ლიგაზე გათამაშების მიხედვით ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის უფლების მქონე გუნდებთან ერთად).

ცვლილებები ძალაში შევა ევრო 2024-ის შემდეგ, ანუ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან.

ერთა ლიგა

უეფა ერთა ლიგის ფორმატს გააფართოებს და ამას დამატებითი საპლეიოფო რაუნდით გააკეთებს.

ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის შემდეგ გადაწყდა, რომ მეოთხედფინალური ეტაპი დაემატებოდა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც A ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები, ასევე მეორე ადგილზე გასული გუნდები. გუნდები ორ მატჩს ჩაატარებენ - შინ და სტუმრად. ეს რაუნდი მარტში გაიმართება.

ნაკრებები, რომლებმაც დაასრულეს მე-3 და B ლიგაში მე-2, ასევე B ლიგაში მე-3 და C ლიგაში მე-2 ადგილით, ასევე ითამაშებენ დასაქვეითებელ მატჩებს (შინ და სტუმრად), რათა აღზევდნენ ან შეინარჩუნონ ადგილი უფრო მაღალ პოზიციებზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძის მაგარი გარღვევა და ლამაზი საგოლე პასი - გიოს კარგი მატჩი
ჩაკვეტაძის მაგარი გარღვევა და ლამაზი საგოლე პასი - გიოს კარგი მატჩი