ოფიციალურად - უეფა-ს სუპერ თასი რუსეთის ნაცვლად საბერძნეთში ჩატარება
ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულ გუნდებს შესაძლოა UEFA-სგან შეზღუდვები მოეხსნას. ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ფეხბურთის მმართველი ორგანო გააკრიტიკეს.
ამის შემდეგ, Sky News-მა გვამცნო, რომ უეფა სუპერ თასის ჩატარების ლოკაციის ცვლილებას გეგმავდა. შეგახსენებთ, რომ უეფა-ს სუპერ თასი რუსეთში, კონკრეტულად კი ყაზანში უნდა გამართულიყო.
დღეს კი ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალურმა საიტმა დაწერა, რომ აღნიშნული ღონისძიება საბერძნეთში ჩატარდება. ჩემპიონთა და ევროპის ლიგის გამარჯვებულებს 16 აგვისტოს ათენში მდებარე გეორგიოს კარაისკასის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.
???????? The #UEFAExCo decided to relocate the 2023 UEFA #SuperCup from Kazan, Russia, to Athens, Greece.
— UEFA (@UEFA) January 25, 2023
⚽ The game will be played at the Georgios Karaiskakis Stadium in the Greek capital on Wednesday 16 August at 21:00 CET: ⬇️
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საომარი ვითარების გამო რუსეთის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან მოიკვეთა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპის ლიგაზე და კონფერენს ლიგაზე აბსოლუტურად ყველა რუსულ კლუბს აეკრძალა გამოსვლა. ასევე, გასული წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ საბოლოოდ პარიზში ჩატარდა.