AS: ბილბაოსთან როტაცია არ იქნება, გატუზო მამარდაშვილს ბოლომდე ენდობა
კოპა დელ რეის მეოთხედფინალში „ვალენსია“ ბილბაოს „ატლეტიკს“ დაუპირისპირდება. როგორც მოგეხსენებათ, „ღამურებში“ ბასკური გუნდის ყოფილი მეკარე იაგო ერერინი ირიცხება, რომელიც საკმაოდ გამოცდილი არის.
როგორც წესი, თასის თამაშებზე მწვრთნელები სათადარიგოთა სკამის მოთამაშეებს ენდობიან და ესპანური მედიის განხილვის საგანი ახლა „ვალენსიას“ მეკარეები გახდნენ.
ერერინმა ბილბაოს რიგებში 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და ერნესტო ვალვერდეს გუნდს შესანიშნავად იცნობს. მიუხედავად ამისა, AS წერს, რომ ჯენარო გატუზო „ატლეტიკის“ წინააღმდეგ კვლავ გიორგი მამარდაშვილს დააყენებს, რადგან მას 100%-ით ენდობა. როტაციას ვერ ვიხილავთ, ბასკი მეკარე მატჩს სათადარიგოთა სკამიდან მიადევნებს თვალს.
შეგახსენებთ, რომ ერერინმა მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ რიგებში მხოლოდ ერთხელ ითამაშა და ისიც 13 წუთი. გატუზო ყველა ტურნირზე უპირატესობას ქართველ მეკარეს ანიჭებს.
ასევე გეტყვით, „ვალენსიასა“ და „ატლეტიკის“ დაპირისპირება 26 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.