დანი ალვეში
Aa
Aa

სპერმის ნარჩენები და თითის ანაბეჭდები - მსხვერპლის ჩვენება უფრო სარწმუნო ხდება

დანი ალვეშის საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი რამდენიმე დღის წინ გაუპატიურებაში ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს. დანის 4-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

El Periodico-ს ცნობით, ალვეშის მსხვერპლმა პირველი ჩვენება ინციდენტის დღეს მისცა. ღამის კლუბის თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ გოგონა დაწესებულებას აცრემლებული ტოვებდა. მომხდარის შესახებ ჰკითხეს, შემდეგ კი პოლიცია გამოიძახეს.

პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ ქალი ბარსელონას საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლები უნდა წასულიყვნენ. შემდეგ კი მათ სასამართლო ექიმი იკვლევს.

მსხვერპლს სამედიცინო შემოწმებისას მუხლზე ნაკაწრები აღმოუჩინეს, რაც ბრძოლის კვალზე მიუთითებს. ასევე მოპოვებულია სპერმის ნარჩენები, რომელიც ანალიზის შედეგად დადგინდება, შეესაბამება თუ არა ალვეშის დნმ-ის ნიმუშს.

გარდა ამისა, პოლიციამ დაათვალიერა ტუალეტი, სადაც სავარაუდო გაუპატიურება მოხდა. იქ მსხვერპლისა და კიდევ ერთი ადამიანის, სავარაუდოდ დანის თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს. სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამოძიების სპეციალისტის თქმით, ანაბეჭდების მდებარეობა ადასტურებს გოგონას ვერსიას და არ შეესაბამება ალვეშის არცერთ ვერსიას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელია ჩემპიონი არაა“ - რომას ლეგენდა ოსიმენსა და სპალეტის აქებს
„კვარაცხელია ჩემპიონი არაა“ - რომას ლეგენდა ოსიმენსა და სპალეტის აქებს