შეთანხმება თითქმის მიღწეულია - კუპატაძე კარიერას უცხოეთში გააგრძელებს
CrystalSport-ის ცნობით, უდიდესი ალბათობით ბათუმის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი ლაზარე კუპატაძე კარიერას იერუსალიმის „ბეითარში“ გააგრძელებს. მხარეები თითქმის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. 26 წლის მეკარე ისრაელში ხვალ გაემგზავრება, ხელშეკრულების გაფორმებამდე ახალ კლუბთან ბოლო დეტალებს გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.
ისრაელის უმაღლეს ლიგაში 14 გუნდი ასპარეზობს. 19 ტურის შემდეგ „ბეითარი“ 24 ქულით მე-6 ადგილზეა.
Per my source, @fcbeitar are now edging closer to a full agreement with Lazare Kupatadze (26).
— Dima Shariqadze (@shariqadzedima) January 25, 2023
Lazare made his international debut for Georgia on 2 June 2021, starting in a friendly match against Romania.
Former clubs: Saburtalo, Locomotive Tbilisi, Jeunesse Esch,Dinamo Batumi pic.twitter.com/bQirIL3CWB
ქართველი ფეხბურთელი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ბათუმის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში გაწყვიტა და მას შემდეგ თავისუფალი აგენტი იყო. გარკვეული პერიოდი „საბურთალოსთან“ ერთად ვარჯიშობდა. მისი დამატება გორის „დილას“ სურდა, თუმცა ლაზარემ არჩევანი ებრაული გუნდის სასარგებლოდ გააკეთა.
ლაზარე კუპატაძეს „საბურთალოში“, თბილისის „ლოკომოტივში“, ლუქსემბურგულ „ჟენესსა“ და ბათუმის „დინამოში“ უთამაშია.
კუპატაძე, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა, 2021 წლის ზამთრიდან ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი იყო. 2021 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონი აჭარული კლუბის ჩემპიონობით დასრულდა, რაშიც დიდი წვლილი ლაზარემ შეიტანა.