ბათუმის დინამომ სერბი ნახევარმცველი დაიმატა
ბათუმის „დინამომ“ კიდევ ერთი ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი სეზონიდან გუნდის ღირსებას 23 წლის სერბი ნახევარმცველი, ვლადან ვიდაკოვიჩი დაიცავს.
სერბმა ფეხბურთელი ბათუმურ კლუბს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, თუმცა „დინამოს“ სეზონის ბოლოს გამოსყიდვის უფლებას დაიტოვებს.
ვლადან ვიდაკოვიჩი ბოლოს სერბეთის მოქმედი ჩემპიონის, „მარიბორის“ შემადგენლობაში თამაშობდა. 23 წლის ნახევარმცველმა ყოფილი გუნდის შემადგენლობაში 12 შეხვედრა ჩაატარა. ვიდაკოვიჩს კარიერის უდიდესი ნაწილი ასევე სერბულ „სპარტაკ სუბოტიჩაში“ აქვს გატარებული. ამ გუნდში სერბმა ფეხბურთელმა 93 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა.