დამატებითი შანსი საქართველოს? - უეფა ცვლილებებზე იმსჯელებს
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება. ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, სხდომაზე მსოფლიო ჩემპოინატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატის ცვლილების საკითხს განილიავენ.
როგორც ცნობილია, 2026 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 48 გუნდამდე გაიზრდება, მათ შორის 16 კი ბებერი კონტინენტის წარმომადგენელი იქნება. ამის გამო, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს სურს, რომ შესარჩევ ეტაპზე გარკვეული ცვლილებები შეიტანოს.
ესპანური სააგენტოს ცნობით, უეფა 12-ჯგუფიანი საკვალიფიკაციო ეტაპის შექმნას განიხილავს. თითო ჯგუფში 4, ან 5 გუნდი იქნება განაწილებული. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს თორმეტივე ჯგუფის პირველადგილოსანი მოიპოვებს, დანარჩენი ოთხის ვინაობა კი ფლეი-ოფის შედეგად გაირკვევა. შესაბამისად, ცვლილებები საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშების რაოდენობასაც შეამცირებს.
ამის გარდა, მიდის მსჯელობა, რომ ცვლილებები ერთა ლიგასაც შეეხოს. აქამდე, A ჯგუფის პირველადგილოსნები ერთმანეთს ოთხთა ფლეი-ოფში ხვდებოდნენ, რომლის შემდეგაც ჯგუფის გამაჯრვებული ირკვეოდა, ახლა კი ფლეი-ოფში შესაძლოა მეორე ადგილზე გასულმა გუნდებმაც მიიღონ მონაწილეობა. აღმასრულებელი კომიტეტის ვერსიით, ფორმატის ცვლილება გათამაშებისადმი ინტერეს გაზრდის.