ლებრონის არანორმალური მიღწევა - 40 ქულა NBA-ის ყველა გუნდის წინააღმდეგ
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ სუპერვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი ისტორიის წერას განაგრძობს. „მეფემ“ ამჯერად, „კლიპერსის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გაიბრწყინა და ფენომენალური მატჩი ჰქონდა, თუმცა ეს გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა - 115:133.
Kawhi and PG lead the @LAClippers to 3 straight wins!
— NBA (@NBA) January 25, 2023
George: 27 PTS, 9 REB, 4 AST
Leonard: 25 PTS (11-16 FGM), 2 STL, 2 BLK pic.twitter.com/opaJ5O6YZH
ლებრონმა პარკეტზე 32 წუთი გაატარა და აქტივში 46 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა. ჯეიმსმა კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და 9 სამქულიანი ჩააგდო. ლებრონი NBA-ის ისტორიაში ერთადერთია, ვინც მატჩში 9 სამქულიანი მას შემდეგ ჩააგდო, რაც 35 წელი შეუსრულდა
„მეფე“ ამ შთამბეჭდავი მიღწევით არ დაკმაყოფილებულა. „კლიპერსთან“ გაფორმებული 46 ქულით, ლებრონმა არანორმალური სტატისტიკა დააფიქსირა - მას მინიმუმ 40 ქულა NBA-ის ყველა გუნდის წინააღმდეგ აქვს ჩაგდებული. ამასთან, ჯეიმსი მაიკლ ჯორდანსაც გაუთანაბრდა და „ემჯეის“ გარდა ერთადერთია, რომელმაც 38+ ასაკში 3 45-ქულიანი მატჩი ჩაატარა.
LeBron James with a point to prove ????
— ESPN Australia & NZ (@ESPNAusNZ) January 25, 2023
The King became the first player in NBA history with a 40-point game against all 30 franchises. pic.twitter.com/t6JYIJ23Xl
გეტყვით იმასაც, რომ „კლიპერსის“ ლიდერებს, კავაი ლეონარდსა და პოლ ჯორჯს 25 და 27 ქულა ჰქონდათ. ნორმან პაუელმა 22 ქულა დააგროვა. რეჯი ჯექსონის ანგარიშზე 19 ქულა იყო, ხოლო ტერენს მენმა 17 ქულა მიითვალა. „ლეიკერსში“ ლებრონის გარდა, რასელ უესტბრუკი გამოირჩა, რომელმაც 17 ქულა გაიფორმა. ტომას ბრაიანტმა 15 ქულა ჩააგდო.