შერმადინის 7 ქულა - ქართველთა დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე
კალათბურთში, ჩემპიონთა ლიგის საჩემპიონო ეტაპის L ჯგუფში „ტენერიფემ“ შინ „მურსია“ 85:65 დაამარცხა.
გამარჯვებულთა სასტარტო ხუთეულში გიორგი შერმადინმა ითამაშა. მან პარკეტზე 25 წუთი და 53 წამი გაატარა. მის ანგარიშზე 7 ქულა, 6 მოხსნა (4 დაცვაში, 2 შეტევაში) და 1 პასია.
El #LenovoTenerife arranca el Sweet 16 con buen pie
— Lenovo Tenerife (@CB1939Canarias) January 24, 2023
¡Victoria ante @UCAMMurcia!
???????? #VamosCanarias #LenovoTenerife #DefendTheGold pic.twitter.com/iOlfPmZS9s
სტუმართა სასტარტო ხუთეულში თად მაკფადენი და რატი ანდრონიკაშვილი ვერ მოხვდნენ. მაკფადენმა პარკეტზე 14 წუთი და 21 წამი გაატარა. მის აქტივში 2 ქულა და 2 პასია. რაც შეეხება ანდრონიკაშვილს, მან მხოლოდ 5 წუთი და 37 წამი ითამაშა, 1 მოხსნა და 2 პასი შეასრულა.
ამ ჯგუფში პირველი ტურის მეორე შეხვედრაში თურქული „დარუსაფაკა“ „ბილბაოს“ ესტუმრება (25 იანვარი). მეორე ტურში „მურსია“ „ბილბაოს“ მიიღებს (31 იანვარი), „დარუსაფაკა“ კი - „ტენერიფეს“ (პირველი თებერვალი).