მილანი, ლაციო, ნაპოლი
Aa
Aa

მილანი ლაციოსთან განადგურდა - ნაპოლისთან სხვაობა 12 ქულაა

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ლაციომ“ „მილანს“ უმასპინძლა და უშანსოდ 4:0 დაამარცხა. ეს გამარჯვება კი ხელს ყველაზე მეტად „ნაპოლის“ აძლევს.

ამ ტურში ქულები „ინტერმაც“ დაკარგა. „ნერაძურიმ“ საკუთარ კედლებში „ემპოლისთან“ 0:1 წააგო. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვაობა „ნაპოლის“, „მილანსა“ და „ინტერს“ შორის კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.

ამ მომენტისთვის, ლუჩიანო სპალეტის გუნდს 50 ქულა აქვს. „როსონერის“ 38 დარჩა, ხოლო ინძაგის გაწვრთნილ შეგირდებს 37. „პარტენოპეი“ მეორე ადგილოსანს 12 ქულით უსწრებს. ეს კი სკუდეტოს მოგებისკენ საკმაოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ პირველ წრეში „ნაპოლიმ“ „ინტერის“ გარდა ყველა გრანდს მოუგო. შემდეგ ტურში კი „რომას“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 29 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

ცნობისთვის, „ლაციოს“ მხრიდან „მილანთან“ მატჩში გოლები მილინკოვიჩ-სავიჩმა, ძაკანიმ, ლუის ალბერტომ და ფელიპე ანდერსონმა გაიტანეს.

ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანფრედინი: “კვარას ტრანსფერი ასე თუ გაამართლებდა ვერავინ წარმოიდგენდა“
მანფრედინი: “კვარას ტრანსფერი ასე თუ გაამართლებდა ვერავინ წარმოიდგენდა“