ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, სებინო ნელა
Aa
Aa

„კვარაცხელია ჩემპიონი არაა“ - რომას ლეგენდა ოსიმენსა და სპალეტის აქებს

„რომას“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სებინო ნელამ „ნაპოლის“ ოფიციალურ რადიოსთან, Kiss Kiss-თან ნეაპოლური კლუბის შესახებ ისაუბრა. 

სებასტიანო ნელა:„კარგი მწვრთნელის გარეშე გუნდი ვერ მოიგებს. სპალეტის ჩემპიონების გარეშე სერია ა-ს მოგება შეუძლია. „ნაპოლის“ პოტენციური ჩემპიონი ჰყავს და ეს ვიქტორ ოსიმენია. კვარაცხელია ჩემპიონი არაა, მას ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს, რომ  შეუძლია ჩემპიონი გახდეს.

ყველა მწვრთნელს ვეტყოდი: იმუშავე და გვაჩვენე იგივე, რისი გაკეთებაც სპალეტის შეუძლია. ახლა „ნაპოლის“ კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ მწვრთნელი გუნდის ფორმირებას ბრწყინვალედ ახდენს“.

სებასტიანო ნელა, რომელიც იტალიის ეროვნულ ნაკრებში 1984-87 წლებში ასპარეზობდა, თვლის, რომ „ნაპოლის“ წარმატებაში მთავარ როლას ლუჩანო სპალეტი ასრულებს.

Repubblica-ს ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ 23 იანვარს გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ინდივიდუალურად ივარჯიშა. „სალერნიტანასთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ გუნდს ორდღიანი დასვენების შესაძლებლობა მისცა, თუმცა კვარაცხელიამ დასვენების დღე არ გამოიყენა და Castel Volturno-ზე ჟუან ჟეზუსთან და დემესთან ერთად ივარჯიშა. ორმატჩიანი პაუზის შემდეგ დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა კვარაცხელია კვირას, „რომასთან“ გასამართი მატჩისთვის მზად იქნება.

19 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილს 50 ქულით ლიდერობს. „ნაპოლისა“ და „რომას“ შეხვედრა 29 იანვარს, საქართველოს დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანფრედინი: “კვარას ტრანსფერი ასე თუ გაამართლებდა ვერავინ წარმოიდგენდა“
მანფრედინი: “კვარას ტრანსფერი ასე თუ გაამართლებდა ვერავინ წარმოიდგენდა“