გიორგი ასანიძე, ვანო გრიქუროვი
Aa
Aa

„ვალი ავიღე და ოჯახი დავტოვე“ - ასანიძემ მძიმე პერიოდი გაიხსენა

ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა გიორგი ასანიძემ გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ საინტერესო თემებზე ისაუბრა. ასანიძემ კარიერის რთული პერიოდი გაიხსენა, როცა 2 ათასი აშშ დოლარის ვალი აიღო და პოლონეთში გაემგზავრა, რომ ვანო გრიქუროვთან ევარჯიშა. მისი აზრით, რომ არა ვანო გრიქუროვი, სპორტსმენად ვერ შედგებოდა.

გიორგი ასანიძე: „2 ათასი აშშ დოლარის კრედიტი ავიღე და პოლონეთში წავედი. მივატოვე პატარა ბავშვი, დავტოვე მეუღლე. ვიცი, ისეთ ადამიანთან მივდივარ, რომ უნდა გამიმართლოს. გადაწყვეტილება, რომ მასთან უნდა მევარჯიშა, 100 პროცენტით გამართლებული იყო. ყველა ვალი დავაბრუნე. დარწმუნებული ვარ, რომ არა ვანო გრიქუროვი, სპორტსმენად ვერ შევდგებოდი“.

შეგახსენებთ, გიორგი ასანიძე 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია. 2001 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. 2004 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ამჟამად, გიორგი ასანიძე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა ამის გამო ვერ დავიმატეთ“ - პოლიკანომ ძველი ამბავი გაიხსენა
„ხვიჩა ამის გამო ვერ დავიმატეთ“ - პოლიკანომ ძველი ამბავი გაიხსენა