ხვიჩა კვარაცხელია, რობერტო პოლიკანო
Aa
Aa

„ხვიჩა ამის გამო ვერ დავიმატეთ“ - პოლიკანომ ძველი ამბავი გაიხსენა

„რომასა“ და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რობერტო პოლიკანომ რადიო „მარტესთან“ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. პოლიკანო „უდინეზეს“ სკაუტი იყო და აღნიშნულ კლუბს ქართველი გარემარბის დამატება 2018 წელს სურდა.

რობერტო პოლიკანო: „კვარაცხელიას თამაში 2018 წელს შევაფასეთ, მან გასულ წლებში მნიშვნელოვანი თვისებები გამოავლინა, მისი დამატება „უდინეზეში“ გვსურდა, მაგრამ ხვიჩას დარეგისტრირება არ შეგვეძლო, არაევროკავშირელისთვის ადგილი არ გვქონდა. მისი ტალანტი აშკარაა, „ნაპოლიმ“ კი მასზე კარგი ფსონი დადო. „ნაპოლიში“ დამკვიდრდა, ამასთან ერთად თავმდაბალია“.

Repubblica-ს ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელმა გუშინ გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ინდივიდუალურად ივარჯიშა. „სალერნიტანასთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ გუნდს ორდღიანი დასვენების შესაძლებლობა მისცა, თუმცა კვარაცხელიამ დასვენების დღე არ გამოიყენა და გუშინ Castel Volturno-ზე ჟუან ჟეზუსთან და დემესთან ერთად ივარჯიშა. ორმატჩიანი პაუზის შემდეგ დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა კვარაცხელია კვირას, „რომასთან“ გასამართი მატჩისთვის მზად იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონატე ბათუმის დინამოში? - ფორვარდი ლიგა 1-ის გამოცდილებით
კონატე ბათუმის დინამოში? - ფორვარდი ლიგა 1-ის გამოცდილებით