კრიშტიანუ რონალდუ, მანჩესტერ სიტი, რაჰიმ სტერლინგი
Aa
Aa

რონალდუს სიტიში ტრანსფერი სტერლინგის გამო ჩაიშალა

2021 წელს კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსი“ დატოვა. იმ პერიოდში პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გადაბირებით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდებოდა. მათ შორის „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“.

ბრიტანული გამოცემა Sportbible ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო სიახლეს გვთავაზობს. წყაროს ცნობით, ვეტერანი პორტუგალიელი „მანჩესტერ სიტიში“ გადასასვლელად მზად იყო, თუმცა ამას ხელი რაჰიმ სტერლინგმა შეუშალ.

საქმე იმაში გახლავთ, რომ იმ პერიოდში ინგლისელი გარემარბის შეძენას „ბარსელონა“ ცდილობდა და თავად რაჰიმიც თანახმა იყო, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ტრანსფერი არ შედგა და სტერლინგი „სიტიში“ დარჩა. ამან კი რონალდუს ტრანსფერი ჩაშალა.

ასევე, ესპანურმა გამოცემა El Mundom დაწერა, რომ პეპ გუარდიოლა კრიშტიანუს თავის გუნდში ხილვის წინააღმდეგი არ იყო, თუმცა საბოლოოდ რონალდუმ „იუნაიტედში“ დაბრუნება გადაწყვიტა, სადაც კარგი სეზონი ჰქონდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და დღეს ის „ალ ნასრის“ ფეხბურთელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელსი ან ბაიერნი - კრიშტიანუს ულტიმატუმი თავის ყოფილ აგენტს
ჩელსი ან ბაიერნი - კრიშტიანუს ულტიმატუმი თავის ყოფილ აგენტს