შეცდომები დაცვაში - ვალენსიამ ალმერიას ვერ მოუგო
ლა ლიგის მორიგ ტურში „ვალენსიამ“ „ალმერიას“ უმასპინძლა და მორიგი ქულები დაკარგა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მატჩი კი საკმაოდ მხიარული გამოვიდა.
შეტევაში ორივე გუნდი აქტიურობდა, რაც ანგარიშზეც აისახა. პირველ ტაიმში მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა და გოლი არ გავიდა.
პირველი გოლი მეორე ტაიმის 48-ე წუთზე გავიდა. თავი ჯასტინ კლიუვერტმა გამოიჩინა. ანგარიშის გასათანაბრებლად „ალმერიას“ დიდი დრო არ დასჭირდა. 54-ე წუთზე „ღამურების“ კართან კუთხური დაინიშნა, რომელიც გოლად ჩუმიმ აქცია. მამარდაშვილი უძლური იყო.
ამის შემდეგ, გატუზოს შეგირდები გააქტიურდნენ და მომენტს მომენტზე ქმნიდნენ. ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს თითქმის ცარიელ კართან ხოსე გაია დარჩა, რომელმაც „ვალენსია“ დააწინაურა. ბურთს ძირითადად „ღამურები“ ფლობდნენ და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მამარდაშვილის გუნდი გაიმარჯვებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
დაცვაში უყურადღებო თამაშის შედეგად 74-ე წუთზე, ცვლილებაზე გამოსულმა პორტილიომ გიორგის ზუსტად შორეულ კუთხეში დაურტყა, ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოო შედეგი 2:2 დააფიქსირა. ქართველი მეკარის დადანაშაულება არც მეორე გოლის დროს შეიძლება. მამარდაშვილს სხვა ბევრი საქმე არ ჰქონდა.