ფერნანდუ სანტუში
Aa
Aa

ოფიციალურად - ფერნანდუ სანტუში პოლონეთის ნაკრების მწვრთნელია

მას შემდეგ, რაც ჩესლავ მიხნევიჩი გაათავისუფლეს პოლონეთის ნაკრების მწვრთნელის გარეშეა. აქტიურად განიხილებოდა სტივენ ჯერარდის კანდიდატურა, თუმცა ინგლისელი სპეციალისტი გამოირიცხა.

გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ პოლონეთს ფერნანდუ სანტუში გაწვრთნის.

დღეს კი პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ეს ინფორმაციაა .დაადასტურა. 68 წლის პორტუგალიელი პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგება სათავეში. ჯერჯერობით კონტრაქტის დეტალები ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ სანტუში პორტუგალიას 2014 წლიდან 2022 წლის ჩათვლით წვრთნიდა. 2016 წელს სანტუშის ხელმძღვანელობით პორტუგალია ევროპის ჩემპიონი გახდა. ჯამში ფერნანდუ ეროვნულ ნაკრებს 109-ჯერ გაუღძვა საიდანაც 67 მატჩი მოიგო, 19 წააგო, ხოლო 23 ფრედ დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბიჭი, რომელიც გადარჩა - რონალდუს და მარტუნისის ისტორია
ბიჭი, რომელიც გადარჩა - რონალდუს და მარტუნისის ისტორია