“საუბარი უფრო მცირე მასშტაბის ეკონომიკურ ფენომენზეა“ - ადვოკატი ოსიმენის საქმეზე
როგორც მოგეხსენებათ, ტურინის „იუვენტუსს“ 15 ქულა ჩამოაკლეს. გამოძება ახლა „ნაპოლისაც“ შეეხო. პროკურატურა ფიქრობს, რომ დე ლაურენტისმა ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის დროს ფინანსური მაქინაციები ჩაატარა.
ამასთან დაკავშირებით, „ნაპოლის“ ადვოკატმა მატია გრასანიმ ისაუბრა.
გრასანი:
„გამოძიება ფრანგულმა პროკურატურამ მოითხოვა, რადგან აღმოჩენილია ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევები. იტალიის სასამართლომ საფრანგეთის სასამართლოსგან დოკუმენტები გამოითხოვა და გამოძიება დაიწყო. ამ მომენტში საქმის წარმოება ჩიხშია.
გამოძიების დაწყების პროცესი ჩანასახის სტადიაშია. საუბარია უფრო მცირე მასშტაბის ეკონომიკურ ფენომენზე, ვიდრე ეს „იუვენტუსის“ შემთხვევაში იყო.“
ცნობისთვის, როგორც იტალიური გამოცემები წერენ ნიგერიელის ტრანსფერში 4 ნაკლებად ცნობილი მოთამაშე იყო ჩართული: ორესტის კარნეზისი, კლაუდი მანცი, ჩირო პალმიერი და ლუიჯი ლიგიორი.
მათი ფასები კი ხელოვნურად იყო გაზრდილი. მაგალითად, ლიგიორის ფასი 30 მილიონ ევრომდე იყო. ხსენებული მოთამაშეებიდან ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არცერთს მიუღია. საბოლოოდ კი გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდნენ.
გამოძიება სერია A-ს სხვა კლუბებსაც მიადგება და შესაძლოა, იტალიაში მორიგი გახმაურებული საფეხბურთო სკანდალი ვიხილოთ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მოხდება „ნაპოლის“ ირგვლივ და თუ მათ დარღვევა დაუდასტურდათ, როგორი იქნება მათი სასჯელის ფორმა.