მესიმ პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაიფიქრა
ლეო მესისა და „პარი სენ ჟერმენს“ შორის ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იწურება, თუმცა კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც არგენტინელ სუპერვარსკვლავს საფრანგეთის დედაქალაქში კიდევ 1 წლით შეუძლია დარჩენა.
ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, 7 ოქროს ბურთის მფლობელს „პარი სენ ჟერმენში“ დარჩენა გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა, როგორც ჩანს ლიონელმა გადაწყვეტილება შეიცვალა.
ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი ხერარდ მორენო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ მესიმ კონტრაქტის გახანგრძლივება გადაიფიქრა და ამის მიზეზი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა.
სპორტულ მედიაში ლეოს ამ გადაწყვეტილებას იმასაც უკავშირებენ, რომ მას პსჟ-ს სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონატის თასის წარდგენის უფლება არ მისცეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად სურს მესის კარიერის გაგრძელება.
????☎️DIRECTO @JijantesFC
— Gerard Romero (@gerardromero) January 23, 2023
Contamos que HOY, día 23 de enero, HOY.
Leo Messi no tiene intención de renovar su contrato con el PSG.
La victoria mundialista le hizo cambiar el pensamiento al argentino. https://t.co/3KVGW55406 pic.twitter.com/r5U7e1cMf5