“ფაქტობრივად ჩემი საათის მოპარვას ცდილობდა“ - იანისმა მამუკელაშვილზე იხუმრა
იანის ანტეტოკუნმპოს და სანდრო მამუკელაშვილს, რომ კარგი ურთიერთობა აქვთ ეს ახალი არავისთვის არის. ბერძენმა კალათბურთელმა ქართველზე ერთ-ერთ ინტერვიუში სახალისო ისტორია გაიხსენა.
ანტეტოკუნმპო მაჯის საათებზე საუბრობდა და მას ცნობილი ბრენდის Breitling-ის ორი მოდელის Navitimer-ის და Chronomat-ის შედარება სთხოვეს.
ანტეტოკუნმპო:
„ორივე დიდებულია, მაგრამ მე Navitimer-ს ვამჯობინებ. ეს მოდელი ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან მასთან ერთად ერთ-ერთი პირველი სარეკლამო კამპანია ჩავატარე. ამაზე ერთი სახალისო ისტორია მაქვს. ჩემი თანაგუნდელი სანდრო მამუკელაშვილი გამუდმებით ატარებდა ჩემს Navitimer-ს. ის ფაქტობრივად მის მოპარვას ცდილობდა. ხშირად მეკითხებოდა შეეძლო, თუ არა დაეტოვებინა და საბოლოოდ მაინც დამითანხმა.“