ენტონი ჯოშუა, ჯერმეინ ფრენკლინი
Aa
Aa

ჯოშუა რინგზე ბრუნდება - მისი მეტოქე ამერიკელი მოკრივეა

ბრიტანელი მოკრივე, ენტონი ჯოშუა რინგზე ბრუნდება. ოლექსანდრ უსიკთან განცდილი 2 მარცხის შემდეგ, „ეიჯეი“ 1-ელ აპრილს, ლონდონში მდებარე O2-ის არენაზე იჩხუბებს და ამერიკელ მოკრივეს, ჯერმეინ ფრენკლინს დაუპირისპირდება.

Daily Mail-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია და ტაისონ ფიურის ყოფილი სპარინგ-პარტნიორი, რომელმაც ბოლოს დილიან უაითთან იჩხუბა, ჯოშუას გაეჯიბრება. ბრიტანული გამოცემის ცნობით, დოკუმენტებს ხელს რამდენიმე საათში მოაწერენ და ბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნება.

ჯოშუას ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი და ფრენკლინთან ბრძოლა უმნიშვნელოვანესია. წაგების შემთხვევაში, ენტონი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუმცა ბუკმეიკერთა აზრით, იგი გამოკვეთილი ფავორიტია. ცნობისთვის, „ეიჯეისთვის“ ეს 28-ე ბრძოლა იქნება და მის ანგარიშზე 24 მოგება და 3 წაგებაა

ფრენკლინს რაც შეეხება, მან 22-ჯერ იჩხუბა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. იგი 29 წლისაა, 21-დან 14-ჯერ ნოკაუტით იმარჯვა და დილიან უაითთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. მას ჯოშუას დონის მეტოქე არ ჰყოლია და ჩხუბს აუტსაიდერის სტატუსით ხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგ შოუს დავდგამთ“ - გიგა ჭიკაძემ მაქს ჰოლოუეი გამოიწვია
„კარგ შოუს დავდგამთ“ - გიგა ჭიკაძემ მაქს ჰოლოუეი გამოიწვია