მარცხი 2 სეტში - ოქსანა კალაშნიკოვა ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა
ოქსანა კალაშნიკოვა ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა თანრიგში ასპარეზობდა და ალისია პარკსთან ერთად, მერვედფინალში გავიდა, სადაც ბარბორა კრეიჩიკოვასა და კატერინა სინიაკოვას წყვილს დაუპირისპირდა.
ქართულ/ამერიკული დუეტი უშანსოდ დამარცხდა და 2 სეტში წააგო. სინიაკოვამ და კრეიჩიკოვამ პირველ სეტში მეტოქეებს შანსი არ დაუტოვეს და მშრალზე იმარჯვეს, მეორე პარტიაში კი მხოლოდ 3 გეიმის მოგების უფლება მისცეს - 6:0, 6:3.
კალაშნიკოვამ და პარსკმა ვერც ერთი ეისი ვერ შეასრულეს და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვეს. მათ პირველ მოწოდებაზე 38-დან 18 გათამაშება მოიგეს, ხოლო მეორეზე - 15-დან 5. ამასთან, მათ 10 ბრეიკპოინტიდან 5 გადაარჩინეს, თავად კი 3 ჰქონდათ და ვერც ერთი გამოიყენეს.
შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვასა და პარკსის დუეტმა პირველ წრეში პაოლინისა და ტრევიზანის 3 სეტში აჯობა და მეორე წრეში ლიუსა და სანტამარიას დაუპირისპირდა და ისევ 3 სეტში იმარჯვა.