ნიკა კაჭარავა
Aa
Aa

კონტრაქტი გაწყდა - კაჭარავა კორეულ კლუბს დაემშვიდობა

CrystalSport-ის ცნობით, ნიკა კაჭარავამ სამხრეთ კორეის ჩემპიონატის კლუბი „ჩონამ დრეგონსი“ დატოვა. მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. ამ ეტაპზე ქართველი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია, მისი მომავალი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

29 წლის ფორვარდისთვის კორეაში გატარებული პერიოდი წარუმატაბელი გამოვიდა, სამხრეთ კორეის რანგით მეორე ლიგის 10 მატჩში 2 გოლი შეაგდო. ასევე, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა, ხუთ შეხვედრაში მის ანგარიშზე 1 გოლია.

ნიკა კაჭარავას „ცხინვალში“, „როსტოვში“, ახნასის „ეთნიკოსში“, კელცეს „კორონაში“, „ანორთოსისსა“ და პოზნანის „ლეხში“ უთამაშია. კარიერის ყველაზე შედეგიანი სეზონი „ეთნიკოსში“ გაატარა, 2016-17 წლების სეზონში კვიპროსის ჩემპიონატის 27 მატჩში 16 გოლი შეაგდო.

ნიკა კაჭარავამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 24 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 3 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სასიხარულო ინფორმაცია! - ცნობილია, როდის განაახლებს ხვიჩა ვარჯიშს
სასიხარულო ინფორმაცია! - ცნობილია, როდის განაახლებს ხვიჩა ვარჯიშს