ლებრონ ჯეიმსი, დემიენ ლილარდი, ტომას ბრაიანტი, ანფერნი სიმონსი
Aa
Aa

ლეიკერსის სასწაული - ასეთი რამ 1972 წლის შემდეგ პირველად მოხდა

„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ პლეიოფში მოსახვედრად იბრძვის და გამთენიისას, ერთ-ერთი კონკურენტი, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ დაამარცხა. ლებრონ ჯეიმსის გუნდმა მეტოქეს სტუმრად სძლია და საშინლად ჩატარებული მეორე მეოთხედის მიუხედავად, 121:112 მოიგო.

„ლეიკერსმა“ მეორე თორმეტწუთეული 13:45 წააგო და მესამე პერიოდში „პორტლენდს“ 25 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა ბოლომდე იბრძოლა და ზედიზედ მეორედ იმარჯვა. „ლეიკერსმა“ ისტორიული შედეგი დააფიქსირა და 1972 წლის შემდეგ, NBA-ის პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ერთ-ერთი მეოთხედი 30-ზე მეტი ქულით წააგო, მაგრამ გამარჯვება მაინც იზეიმა. 1972 წელს, იგივე „ბოსტონ სელტიქსმა“ „ბუფალო ბრეივსის“ წინააღმდეგ გააკეთა.

„ლეიკერსის“ წარმატების მთავარი შემოქმედები ლებრონ ჯეიმსი, ტომას ბრაიანტი და დენის შროდერი არიან. „მეფეს“ ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა და 37 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა. ბრაიანტმა 31 ქულა, 14 მოხსნა და 1 დაფარება ჩაიწერა, შროდერის ანგარიშზე კი 24 ქულა, 6 მოხსნა და 8 ასისტი იყო. „პორტლენდს“ ანფერნი სიმონსმა ულიდერა - 31 ქულა, 2 ასისტი. დემიენ ლილარდს არც თუ ისე კარგი მატჩი ჰქონდა და 24 ქულას, 10 პასსა და 6 მოხსნას მოუყარა თავი, თუმცა 17-დან მხოლოდ 5 ბურთი ჩააგდო.

ცნობისთვის, „პორტლენდის“ დამარცხების შემდეგ, „ლეიკერსს“ 22 მოგება და 25 წაგება აქვს. ლებრონის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრას 25 იანვარს, „კლიპერსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სასიხარულო ინფორმაცია! - ცნობილია, როდის განაახლებს ხვიჩა ვარჯიშს
სასიხარულო ინფორმაცია! - ცნობილია, როდის განაახლებს ხვიჩა ვარჯიშს