„ასე ხდება, როდესაც კლუბიდან მსოფლიოში საუკეთესოს უშვებ“ - პირს მორგანი
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-20 ტურში ლონდონის „არსენალმა“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და სანახაობრივ მატჩში 3:2 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა, პირს მორგანმა სოციალურ ქსელ Twitter-ში ერიკ ტენ ჰაგი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
რას წერს მორგანი:
ვულოცავ „მანჩესტერ იუნაიტედს“. ასე ხდება, როდესაც ამპარტავან მწვრთნელს ქირაობ, რომელიც ყველა დროის საუკეთესოს პატივს არ სცემს. რონალდუ ასე ცუდად გაუშვა და ისეთი ფეხბურთელით ჩაანაცვლა, რომლის შესახებაც არასდროს მსმენია. მისი სახელი ისე ჟღერს, როგორც ავსტრიული სოსისი.
ამ პოსტს მორგანმა თან ვეგჰორსტისა და რონალდუს სურათების დაურთო, თეგებში კი ნიდერლანდელი ფეხბურთელის გვარიც მიუწერა #Weghorst.
Congrats @ManUtd - that’s what happens when you hire an arrogant coach who disrespects the ???? @Cristiano so badly he leaves - and then replaces him with someone I’ve never heard of who sounds like an Austrian sausage. #Weghorst pic.twitter.com/Gk2rCo9aMw
— Piers Morgan (@piersmorgan) January 22, 2023
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე კრიშტიანუ რონალდუმ პირს მორგანთან სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამოკიდებულებასა და კლუბში არსებულ პრობლემებზე საუბრობდა.
ამ ინტერვიუს გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა და „წითელმა ეშმაკებმა“ ხელშეკრულება გაწყვიტეს, ახლა კი კრიშტიანუ საუდის არაბეთის კლუბ „ალ ნასრის“ ღირსებას იცავს.
არსენალი 3:2 მანჩესტერ იუნაიტედი