ქვილითაიას გოლი - აპოელმა „ხლორაკას“ მოუგო
კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურში მორიგი მატჩი გამართა გიორგი ქვილითაიას, ლაშა დვალის და ბუბა დაუშვილის „აპოელმა“. ქართველი ფეხბურთელების გუნდი საკუთარ მოედანზე „ჩლორაკას“ დაუხვდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
სამივე ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, გიორგი ქვილითაიამ კი საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
მე-60 წუთზე ქართველმა ფორვარდმა მეტოქის საჯარიმოში პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ზუსტად თავადვე შეასრულა და „აპოელი“ დააწინაურა. მეორე გოლი კი ეპიზოდიდან ზუსტად 4 წუთში დონისმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ვლადან მილოიევიჩმა ქვილითაია 84-ე წუთზე შეცვალა, დვალმა და დაუშვილმა კი შეუცვლელად ითამაშეს.
20 ტურის შემდეგ „აპოელი“ სატურნირო ცხრილში 46 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ „აეკ ლანრაკას“ 1 ქულით ჩამორჩება. ქართველი ფეხბურთელების გუნდს მომდევნო შეხვედრა სწორედ აეკ-თან ელის და გამარჯვების შემთხვევაში გათამაშების ლიდერი გახდება.