ჩელსი, ლივერპული, იურგენ კლოპი
Aa
Aa

“0:0-ით კმაყოფილი ვარ“ - კლოპი ჩელსისთან მატჩის შემდეგ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ლივერპულმა“ „ჩელსის“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. თამაშის დასრულების შემდეგ, მერსისაიდელთა თავკაცი იურგენ კლოპი კმაყოფილი იყო და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

რა თქვა კლოპმა?

„პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ. მეორე ნახევრის საწყისი პერიოდიც კარგი იყო, შესანიშნავი ცვლილებები გვქონდა, მაგრამ ბოლომდე ასე ვერ გავაგრძელეთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ამ კრიზისს პატარა ნაბიჯებით დავძლევთ. დღევანდელი მატჩიც პატარა ნაბიჯი იყო.

„ჩელსის“ წინააღმდეგ კარი მშრალად შევინახეთ. ბევრი მომენტი ვერ შევქმენით, მაგრამ დაცვაში კარგები ვიყავით. მეორე ტაიმში თავს მკაფიო ორგანიზებით ვიცავდით. საბოლოო ჯამში 0:0-ით კმაყოფილი ვარ და უნდა გესმოდეთ, ერთ-ერთი პატარა ნაბიჯია. მჯერა, წინსვლა შეგვიძლია. დღეს ორივე გუნდი აგრესიულად გამოიყურებოდა.“

შეგახსენებთ, რომ 19 ტურის შემდეგ, „ლივერპულს“ 29 ქულა აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება, ხოლო „ჩელსი“ ამავე რაოდენობის ქულებით მეათე პოზიციაზე მოგვევლინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მზად ვარ დორტმუნდში გავფრინდე“ - ჯერარდი ბელინგემის ტრანსფერზე
“მზად ვარ დორტმუნდში გავფრინდე“ - ჯერარდი ბელინგემის ტრანსფერზე