“მზად ვარ დორტმუნდში გავფრინდე“ - ჯერარდი ბელინგემის ტრანსფერზე
სატრანსფერო ფანჯარა აქტიურ ფაზაშია გადასული და ჯუდ ბელინგემის საკითხი კვლავ აქტუალურია. ინგლისელ ნახევარმცველს რამდენიმე კლუბს უკავშირებენ. ყველაზე მეტს კი „რეალი“ და „ლივერპული“ აქტიურობენ.
მადრიდული გრანდი 120 მილიონის გადასახდელად მზად არის, მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ ჯერჯერობით „დორტმუნდის“ ფეხბურთელმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო.
ახალი არავისთვის არის, რომ მის გადასაბირებლად იურგენ კლოპი ყველაფერს აკეთებს. ამ საკითხთან დაკავშირებით კი BT SPORT-თან სტივენ ჯერარდმა ისაუბრა.
„რაც მას სჭირდება ერთადერთი არის ის, რომ მითხრას როდის სცალია და დორტმუნდში გავფრინდები სალაპარაკოდ.“
როგორც ხედავთ, „ლივერპულის“ ლეგენდა და ყოფილი კაპიტანი ჯუდის გადასაბირებლად ყველაფერს გააკეთებს.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ახალგაზრდა ტალანტი გადაწყვეტილებას ჯერჯერობით ვერ იღებს. მისი სხვადასხვა ინტერვიუებიდან ცნობილი გახდა, რომ „ლივერპული“ საყვარელი კლუბია, მაგრამ, როდესაც შენს მიმართ ინტერესს „რეალი“ იჩენს, გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის რთულია.