ოქსანა კალაშნიკოვა
Aa
Aa

კალაშნიკოვა AUS OPEN-ის მერვედფინალშია

ავსტრალიის ღია პირველობა ქალთა წყვილთა თანრიგში საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. ყურადღებას იწვევს ოქსანა კალაშნიკოვა, რომელმაც კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და დიდი სლემის მერვედფინალში გავიდა.

წლის პირველ დიდ სლემზე ოქსანა ამერიკელ ალისია პარკსთან ერთად თამაშობს. მეორე წრეში, ქართულ/ამერიკული დუეტი ამერიკულ წყვილს ლიუს და საბრინა სანტამარიას დაუპირისპირდა.

კალაშნიკოვამ და პარკსმა დამაჯერებლად დაიწყეს. პირველი სეტი მათი გამარჯვებით 6:1 დასრულდა. არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობდა.. მეორე სეტი შედარებით თანაბარ ბრძოლაში წარიმართა.

წყვილები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, მაგრამ მესამე გეიმში ამერიკულმა დუეტმა ბრეიკი შეასრულა და სეტის მოგების შანსი ხელიდან აღარ გაუშვა.

„დისაიდერში“ კი ოქსანამ და პარკსმა ყველაფერი იდეალურად გააკეთეს, სამი ბრეიკი შეასრულეს და გაიმარჯვეს. კალაშნიკოვა თავის პარტნიორთან ერთად მერვედფინალში კრიჩიკოვა/სინიაკოვას ჩეხურ წყვილს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნადალი: “სულიერად განადგურებული ვარ“
ნადალი: “სულიერად განადგურებული ვარ“