თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

ტოპ 10 მომენტი - ევროლიგამ შენგელიას დაფარება გამოარჩია

ევროლიგის გასულ ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „პანათინაიკოსი“ 74:66 დაამარცხა. მატჩის MVP კი თორნიკე შენგელია გახდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე არასრული 29 წუთი გაატარა.

მეორე მეოთხედის ერთ-ერთ ეპიზოდში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ბრწყინვალე დაფარება შეასრულა, რაც ევროლიგის მე-20 ტურის ტოპ 10 მომენტში მოხვდა.

უოლტერსმა თორნიკეს მისამართით გაკეთებული პასი ჩაჭრა და ბურთის ჩაგდებასთანაც ძალიან ახლოს იყო, მაგრამ შენგელია დაეწია და ხელი შეუშალა. ეპიზოდი საკმაოდ ეფექტური გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელმა „პანათინაიკოსის“ წინააღმდეგ 16 ქულა, 7 პასი, 2 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ძალადობის ბრალდების შემდეგ, პუმასმა ალვეშს კონტრაქტი გაუწყვიტა
ძალადობის ბრალდების შემდეგ, პუმასმა ალვეშს კონტრაქტი გაუწყვიტა