მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

ალეგრი: რაღაც არაჩვეულებრივი უნდა გავაკეთოთ, რომ ლიგაზე გავიდეთ

მასიმილიანო ალეგრიმ ტურინის „იუვენტუსისთვის“ თაღლითობის გამო 15 ქულის ჩამოკლების შესახებ მედიასთან პირველად ისაუბრა:

„რა მინდა ვუთხრა იუვენტუსის გულშემატკივრებს ამ რთულ მომენტში? ხვალ მნიშვნელოვანი მატჩია (ატალანტასთან). ამისთვის უნდა მოვემზადოთ და მუშაობა გავაგრძელოთ. ჩვენ მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა მოხდება მოედანზე.

შეიცვალა თუ არა სიტუაცია მას შემდეგ რაც 15 ქულა დავკარგეთ? არა, არაფერი იცვლება. ნებისმიერ შემთხვევაში, ქულები უნდა დავაგროვოთ. ხვალ რთული იქნება, რადგან ატალანტა კარგ ფორმაშია. ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, რომელიც მეშვიდე ადგილზე გასვლის საშუალებას მოგვცემს.

სასამართლო დავები კლუბის საქმეა, იქნება გასაჩივრება, რაც უკვე გამოცხადდა. ჩვენ თამაშზე ვფიქრობთ. 22 ქულა გვაქვს და უნდა მოვიგოთ, რომ 25 ქულა მოვიპოვოთ, რაც მაღლა ასვლის საშუალებას მოგვცემს.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მეორე ადგილამდე ერთი ქულა გვაკლდა. ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად ბრძოლას ვაგრძელებთ. შესაძლოა ჩემპიონობისთვისაც. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ნაწილის შესრულება, რადგან როდესაც საბოლოო განაჩენი გამოცხადდება (ორ თვეში), არ უნდა ვინანოთ, რომ არ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა.

ხვალ მნიშვნელოვანი მატჩი იქნება. იმავე პოზიციაზე ვიყავით ერთი თვის წინაც. როდესაც პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო გადადგნენ. ეს მოულოდნელი მოვლენაა, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და გამარჯვების სურვილი და მონდომება გამოვავლინოთ. რა იქნება შემდეგ, მოგვიანებით მოვიფიქრებთ, მაგრამ ჯერჯერობით ვეცდებით მეშვიდე ადგილამდე მივიდეთ.

როდესაც მითხრეს, რომ ცხრა ქულის დაკარგვა შეგვეძლო, გამოთვლები გავაკეთე, რომ სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის ჩვენი შანსები გაგვეგო. როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს, ისევ დავიწყე თვლა. იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიკაცია შეგვეძლოს, რაღაც არაჩვეულებრივი უნდა გავაკეთოთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: „როცა გვძინავს, მაშინაც უნდა გვშიოდეს“
სპალეტი: „როცა გვძინავს, მაშინაც უნდა გვშიოდეს“