300 ბილეთი მადრიდულ დერბიზე - ატლეტიკოს ქომაგები გაღიზიანდნენ
წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ კოპა დელ რეის მეოთხედფინალში მადრიდის „რეალი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს. ამ მატჩთან დაკავშირებით ესპანურ მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
ვიგებთ, რომ „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობამ „როხიბლანკოს“ ქომაგებისთვის მხოლოდ 300 ბილეთი გამოყო. ეს კი ძალიან ცოტაა იმის გათვალისწინებით, რომ სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე 81 044 ადამიანი ეტევა.
საინტერესოა ისიც, რომ, როდესაც სიმეონეს გუნდი „ლევანტეს“ შეხვდა, ვალენსიური გუნდის ხელმძღვანელობამ 600 ბილეთი გამოყო. მხოლოდ „რეალ ოვეიდო“ აღმოჩნდა გუნდი, რომელმაც მადრიდელებს 1000-ზე მეტი ბილეთი მისცა.
Just over 300 tickets will be available for Atleti in the #CopaDelRey QF tie against Real Madrid.
— The Partido a Partido Podcast (@ThePaPPod) January 21, 2023
It's worth noting that against Levante, it was just over 600 and 1000+ against Real Oviedo. The capacity of the Bernabéu is 81,044.
How's that even possible? https://t.co/Y9reZFrSTp
ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ჩოლო სიმეონეს და „ატლეტიკოს“ გულშემატკივრებს არ მოსწონთ, მაგრამ ვერაფერს შეცვლიან. მასპინძელი „რეალია“ და სწორედ „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობა წყვეტს ასეთ საკითხებს.
შეგახსენებთ, რომ კოპა დელ რეის მეოთხედფინალი „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის 26 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.