ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

როდის დაბრუნდება ლოჩოშვილი? - ლუკა ბოლონიასთან მატჩს გამოტოვებს

Eurosport-ი წერდა, რომ ლუკა ლოჩოშვილი მოედანს შემდეგ შეხვედრაში დაუბრუნდებოდა. თუმცა ეს ინფორმაცია არ გამართლდა. CrystalSport-ის ცნობით ლუკა სერია ა-ს შემდეგ ტურში „ბოლონიასთან“ მატჩს გამოტოვებს, ინდივიდუალურ ვარჯიშს დაახლოებით ერთ კვირაში განაახლებს, გუნდურ სავარჯიშო პროცესში კი სავარაუდოდ 10 დღეში ჩაერთვება.

თბილისის „დინამოს“ ყოფილ ფეხბურთელს ტრავმის გამო გასულ კვირაში იტალიის თასზე „ნაპოლის“ წინააღმდეგ არ უთამაშია. ასე რომ, „კრემონეზეს“ ზედიზედ მეორე შეხვედრაში ვერ დაეხმარება. მე-19 ტურში „კრემონეზე“ სტუმრად „ბოლონიას“ შეხვდება. თამაში 23 იანვარს გაიმართება და ახალი მთავარი მწვრთნელის, დავიდე ბალარდინის ხელმძღვანელობით კრემონული გუნდი სერია ა-ში პირველ მატჩს ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ ლუკა ლოჩოშვილის არყოფნაში „კრემონეზემ“ იტალიის თასიდან სერია ა-ს ლიდერი „ნაპოლი“ გამოთიშა. ბალარდინის გუნდი შემდეგ ეტაპზე ჟოზე მოურინიოს „რომას“ შეხვდება. შესაძლოა, ლუკამ სერია ა-ს მე-20 ტურში მილანის „ინტერთან“ შეხვედრაც გამოტოვოს, რომელიც 28 იანვარს გაიმართება, თუმცა 2 თებერვალს იტალიის თასზე „რომასთან“ დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში ლუკა „ვოლფსბერგერიდან“ 1,6 მილიონი ევროს სანაცვლოდ „კრემონეზეში“ გადავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი სერია ა-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, მის აქტივში 14 მატჩში 1 საგოლე პასია. ლუკა მაღალ დონეზე თამაშობს, დამაჯერებლობითა და საიმედოობით გამოირჩევა.

18 ტურის შემდეგ სერია ა-ში „კრემონეზე“ 7 ქულით მე-20 ადგილზეა, „ვერონასა“ და „სამპდორიას“ 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს შეიძლება დღეს მოხდეს, ბებო...“ - რა თქვა მესიმ გადამწყვეტი პენალტის წინ
„ეს შეიძლება დღეს მოხდეს, ბებო...“ - რა თქვა მესიმ გადამწყვეტი პენალტის წინ