„ეს შეიძლება დღეს მოხდეს, ბებო...“ - რა თქვა მესიმ გადამწყვეტი პენალტის წინ
ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვება გარდაცვლილ ბებიას მიუძღვნა.
Elgrafico-ს ინფორმაციით, მონტიელის გადამწყვეტი პენალტის შესრულებამდე ლეომ რაღაც თქვა, რაც შემდეგ ტუჩების მოძრაობით გაშიფრეს.
„ეს შეიძლება დღეს მოხდეს, ბებია". - თქვა ლეომ. როგორც მოგეხსენებათ, მესის ბებია სელია ერთადერთი იყო, რომელსაც მის ბავშვობაში პატარა ლიონელის ბოლომდე სჯეროდა და ფეხბურთზე სწორედ მას დაჰყავდა.
"Puede ser hoy, abu". La última frase que susurró Messi segundos antes de ser campeón del mundo en #Qatar2022... Tengo algo en el ojo ????pic.twitter.com/9lynK48mwZ
— Josué Valiente (@JosueValiente47) January 20, 2023
სელია ბებია 1998 წელს გარდაიცვალა. ცისკენ აღმართული ხელები ყველა გოლის შემდეგ - ლეო ყველა გოლს სწორედ მას უძღვნის, რადგან პირველად ვარჯიშზე მან მიიყვანა და ერთადერთი იყო, რომელსაც მისი ბოლომდე სჯეროდა.
„ლა პულგასთვის“ ბებიის გარდაცვალება დიდი დარტყმა იყო.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები ისტორიაში მესამედ და 36 წლის განმავლობაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.