გოჩოლეიშვილის სადებიუტო მატჩი შახტარში - გიორგიმ კარგად ითამაშა
დონეცკის „შახტარის“ ახალწვეულმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა უკრაინული კლუბის მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. 21 წლის უკანახაზელმა ვენის „აუსტრიის“ წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე 45 წუთი გაატარა.
გიორგი ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ქართველი ფეხბურთელი ერთ-ერთი გამორჩეული იყო, რამდენიმე კარგი რეიდი შემოგვთავაზა და ერთ ეპიზოდში, თანაგუნდელს კინაღამ გოლი გაატანინა. მეორე ტაიმის სტარტზე, უკრაინელთა თავკაცმა შემადგენლობა მთლიანად შეცვალა.
⚒ «Шахтар» поступився 1:2 «Аустрії» в першому матчі на зимових зборах.
— ⚒FC SHAKHTAR DONETSK (@FCShakhtar) January 20, 2023
У нашому складі гол з пенальті забив Артем Бондаренко.#ШахтарАустрія #Shakhtar pic.twitter.com/3OM6Itc7qm
„შახტარი“ ევროტურნირების განახლებას ელოდება და ამხანაგური მატჩები აქვს დაგეგმილი. უკრაინელები მომდევნო შეხვედრას 27 იანვარს, „კოპერის“ წინააღმდეგ გამართავენ. 31-ში, ისინი „ლუდოგორეცს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 1-ელ თებერვალს „მარიბორს“ შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 2020 წლის სეზონიდან თამაშობდა. საერთო ჯამში, 21 წლის ფეხბურთელმა „საბურთალოს“ შემადგენლობაში 86 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.