ანტონ თოლორდავა
Aa
Aa

ანტონ თოლორდავა კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს

CrystalSport-ის ცნობით, 26 წლის ცენტრალური მცველი ანტონ თოლორდავა კარიერას ყარაგანდის „შახტიორში“ გააგრძელებს. ფეხბურთელმა ყაზახურ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და 2023 წლის სეზონში ყაზახეთის პრემიერ ლიგაში ითამაშებს.

ქართველი ფეხბურთელის ახალმა გუნდმა 2022 წლის სეზონში ყაზახეთის 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავა. „შახტიორში“ თოლორდავას თანაგუნდელი თემურ ჩოგაძეა, რომელიც „შახტიორს“ გასულ სეზონში შეუერთდა.

ანტონ თოლორდავას „თელავში“ (2018-20, 2021, 2022), ესტონურ „ლევადიასა“ (2021) და სერბულ „რადნიჩკიში“ (2022) უთამაშია. 2022-23 წლების სეზონის სერბეთის უმაღლეს ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერა ყაზახურ „შახტიორს“ დაუკავშირა.

2019 წლის სეზონში „თელავი“ რანგით მეორე ლიგიდან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში აღზევდა, რაშიც თოლორდავას დამსახურება დიდი იყო, გუნდის კაპიტანი იყო და „თელავს“ ამ წარმატების მიღწევაში დაეხმარა. შემდგომში „თელავის“ მაისურით უმაღლეს ლიგაში თამაშობდა. საინტერესოა, რომ გასული სეზონის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, 2022 წლის 3 მარტს, „თელავმა“ შინ „სიონი“ 2:0 დაამარცხა. ამპლუით ცენტრალურმა მცველმა ანტოლ თოლორდავამ დუბლი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფლამენგოდან ტორპედოში - ქუთაისური კლუბის კიდევ ერთი ახალწვეული
ფლამენგოდან ტორპედოში - ქუთაისური კლუბის კიდევ ერთი ახალწვეული