მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, შონ ომალი
Aa
Aa

შონ ომალი: „იანი უკეთესი მებრძოლია, მაგრამ მერაბს შეუძლია, მოსაწყენ სტილში მოიგოს“

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჩხუბზე ისაუბრა. საჩემპიონო ქამრის მთავარმა პრეტენდენტმა განაცხადა, რომ იანი, როგორც მებრძოლი, უკეთესია, მაგრამ „მანქანას“ გამარჯვების მოპოვება მაინც შეუძლია.

„იანი სერიოზული უნარების მქონე მებრძოლია. მან ჟოზე ალდოს მოუგო და პირველ ჩხუბში ალჯამეინ სტერლინგსაც ამარცხებდა. პიოტრი ძალიან მაგარია, მაგრამ მერაბს აქვს უნარი, რომ დაგიჭიროს, სანამ მის დანოკაუტებას შეძლებ და უბრალოდ არ გაგიშვას. ალდოსთან სწორედ ეს მოხდა. მერაბმა თეიქდაუნი ვერ განახორციელა, მაგრამ ბრაზილიელს ხელი არ გაუშვა და არაფრის გაკეთების უფლება არ მისცა. ეს სტილი მოსაწყენია, მაგრამ მერაბი ძალიან საინტერესო პერსონაჟი და მხიარული ბიჭია.

ალჯოსა და დვალიშვილს განსხვავებული სტილის გრეპლინგი აქვთ, თუმცა მსგავსებების დანახვაც შეიძლება. პიოტრი უკეთესი მებრძოლია, მაგრამ მერაბს შეუძლია, რაუნდები მოსაწყენ სტილში მოიგოს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა სალერნოში არ ითამაშებს - სპალეტიმ ქართველზე ისაუბრა
ხვიჩა სალერნოში არ ითამაშებს - სპალეტიმ ქართველზე ისაუბრა