გიორგი მამარდაშვილი, უგო ლორისი
Aa
Aa

ვინ ჩაანაცვლებს ლორისს - Fourfourtwo-ს 5 ვარიანტი აქვს და ერთ-ერთი მამარდაა

ცნობილმა ბრიტანულმა ჟურნალმა, FourFourTwo-მ „ტოტენჰემის“ სამომავლო გეგმებზე დაწერა და ის მეკარეები დაასახელა, რომლებსაც უგო ლორისის ჩანაცვლება შეუძლიათ. ერთ-ერთი მათგანი „ვალენსიას“ გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილია და ბრიტანული ჟურნალი მასზე მოკლედ საუბრობს.

„Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, ტოტენჰემი გიორგი მამარდაშვილის გადაბირებით ინტერესდება და 22 წლის ფეხბურთელი უგო ლორისის გრძელვადიან მემკვიდრეს წარმოადგენს. თუ მან დაამტკიცა, რომ ფრანგი მეკარის მსგავსად საიმედოა, მაშინ შეეძლება, ტოტენჰემის საშინაო არენაზე 10 წელიწადზე მეტი ხნით დარჩეს. გიორგი სიმაღლეში თითქმის 2 მეტრია, თუმცა ლორისისგან აბსოლუტურად განსხვავებული პროფილის მეკარეა. მამარდაშვილი ვალენსიას ძირითადი შემადგენლობის წევრია და Transfermarkt-ზე მისი ფასი 22 მილიონი გირვანქა სტერლინგია, თუმცა გაცილებით მეტი ეღირება ასაკისა და კონტრაქტის გათვალისწინებით, რომელიც 2027 წლის ივნისში იწურება“, - წერს FourFourTwo.

გეტყვით იმასაც, რომ ბრიტანულმა ჟურნალმა დავიდ რაია, იან ობლაკი, რობერტ სანჩესი და ჯორდან პიკფორდი გამოარჩია. ამ ეტაპზე, „ვალენსია“ გიორგისთან გამოთხოვებას არ აპირებს და „დეზებს“ „მესტალიის“ ბინადრების დაყოლიება ძალიან გაუჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზოს გუნდი ლა ლიგაში მომდევნო მატჩს 24 იანვარს, შინ „ალმერიას“ წინააღმდეგ გამართავს. „ღამურები“ 19 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: ხვიჩას თამაშის შანსი ძალიან მცირეა
Gazzetta: ხვიჩას თამაშის შანსი ძალიან მცირეა